weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დაშავებულია 16, გარდაცვლილია 4 - ავარიაში 175-ე სკოლის მოსწავლეები მოჰყვნენ

13:49 შაბათი, 09 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან მომხდარი ავარიის შედეგად, დაშავებულია 16 ადამიანი, გარდაცვლილია 4, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულები უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

 

ამ თემაზე:

ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია - განათლების მინისტრი

გომბორის გზაზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი დააკავეს

მძღოლი სწრაფად მოძრაობდა, ვეღარ დაამუხრუჭა, მგონი ვიღუპებითო - თვითმხილველი

გომბორის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

გომბორის გზაზე დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს

ბოლო მონაცემებით გომბორის გზაზე ავარიის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

გომბორის გზაზე დაშავებულები გლდანის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები არიან

საავადმყოფოში გომბორის გზაზე დაშავებული 7 ადამიანი უკვე შეიყვანეს

გომბორის გზაზე ექსკურსიის ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 4 ადამიანი

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]