weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გომბორის გზაზე დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს

14:39 შაბათი, 09 ივნისი 2018

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, გომბორის გზაზე დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს. როგორც „რეგინფოს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თელავის საავადმყოფოში 21 დაშავებულია მოთავსებული, მათ შორის 12 ბავშვია. რეგიონალურ კლინიკას კატასტროფის ბრიგადები არ გამოუძახებია და ყველა პაციენტის მდგომარეობას ადგილზე მართავენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ცხედრები გურჯაანში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადააქვთ.

ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

ამ მონაცემების მიხედვით, მიკროავტობუსით 26 ადამიანი მგზავრობდა, 13 ბავშვი და 13 სრულწლოვანი.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ იმ ადგილას, სახიფათო მოსახვევში მოხდა, სადაც 4 თვის წინ, „სოკარის“ საწვავმზიდიც გადავარდა და მთლიანად დაიწვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თელავში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]