weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მანავში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

21:11 კვირა, 10 ივნისი 2018

თბილისი-ბაკურციხის გზაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის გამო კახეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შეზღუდული იყო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]