weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აქ დავლევ სულს თუ დამნაშავეებს არ დასჯიან – ზაზა სარალიძე

23:49 კვირა, 10 ივნისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

„მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს და ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული დაფარა, სააშკარაოზე არ გამოიყვანენ. თუ არადა გამოიყვანონ ტანკი და გადამიარონ“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, რომელიც პროტესტის გაგრძელებას რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გადატანილ კარავში აპირებს.

ზაზა სარალიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე კარვები მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩება.

„გახარიას უწყება რომ აყალბებდა ამ საქმეს, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. დღეს გახარიას უწყებამ დამარწმუნა, რომ თვითონაც არიან ჩართულნი ამ უსამართლო ბრძოლაში. მეჯახება მთავრობა და სისტემა? აქ ვიდგები მანამ, სანამ ჭეშმარიტება არ იზეიმებს. დღეს მე მოვუხმე მმართველ გუნდს, კონკრეტული პირები არ დამისახელებია, მოსულიყვნენ და დამდგომოდნენ გვერდზე, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ დაჩაგრონ ზაზა სარალიძე. ზაზა სარალიძე აქ დალევს სულს, თუ მისი შვილის მკვლელები და დანაშაულისთვის ხელის დამფარებლები არ იქნებიან გამოაშკარავებულნი“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციაზე - „ნუ მომკლავ“, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.

„ლევან მორჩაძე, რომელიც გუშინწინ დააკავეს, არ ყოფილა შსს-ს აღმოჩენა. ეს პირი პროკურორებმა კარგად იცოდნენ და ხელისუფლება ამით ცდილობს კალანდიას საქმე გადაფაროს. მირზა სუბელიანი პირველივე დღიდან იყო ამ საქმეზე დასაკავებელი. არის თუ არა პროკურატურა ამაში დამნაშავე?! მე ახლა გახარიას გადადგომას ვითხოვ, რადგან მან ფეხებზე დამიკიდა. ის ისევე განაგრძობს ჩემს მოტყუებას, როგორც ეს საქმის დასაწყისში ხდებოდა. არ შეეფერება ის ამ თანამდებობას. ამასთან, უნდა გადადგეს თეა წულუკიანი და ხალხმა აირჩიოს ახალი მთავარი პროკურორი. ბრძოლას არ შევწყვეტ, ვიდრე ჩემი მოთხოვნები, რომელსაც სამართლიანად ვაყენებ, არ დაკმაყოფილდება“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

აქციაში მონაწილეობდნენ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ხეობაში მცხოვრები ქისტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]