weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ინგოროყვას კლინიკის ექიმი, რომელმაც ნაცმოძრაობის წევრს დახმარებაზე უარი უთხრა, გაათავისუფლეს

12:12 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადების შემდეგინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გუშინ ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, საავადმყოფოში მისულს კი ექიმმა მამაგეიშვილმა უთხრა, რომ „მეტის ღირსი იყო“.

მურთაზ მამაგეიშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა გიორგი ინგოროყვამ მიიღო.

„გუშინ ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვასამედიცინო მომსახურების გაწევაზე, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან, ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისთვისდა ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან.

მინდა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ  პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადეკვატურად“, - ნათქვამია გიორგი ინგოროყვას განცხადებაში.

კლინიკის ხელმძღვანელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს, მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]