აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისში ავარიული შენობა ჩამოინგრა

13:55 - 12 ივნისი 2018 hits 246

ძლიერი წვიმის შემდეგ, თბილისში, მეტეხის ქუჩაზე მდებარე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებმა ქვეშ მოიყოლა მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც უცხოელ ტურისტს ეკუთვნის. ისნის რაიონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, შენობა, რომლის მესაკუთრე ინვესტორია, მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო. 

„სახლი ხალხისგან დაცლილია და შესაბამისად არავინ დაშავებულა. იმის გამო, რომ შენობა მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის თებერვალში რკინის ჯებირი შემოავლო, რომელიც ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოებას იცავს. გუშინდელმა უხვმა ნალექმა კედლები დაამძიმა და ჩამოშლა გამოიწვია“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.

ძლიერი წვიმის შედეგად, გვიან ღამით, მეტროსადგურ „ახმეტელის“ შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. წყლის დაგროვების გამო მოძრაობა შეფერხებული იყო გლდანის ხიდების მიმდებარე გზებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეზღუდა ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]