weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სიღნაღში ამერიკის მოქალაქეს ნაჯახით თავს დაესხნენ

11:25 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ აშშ-ს მოქალაქეს, ჯეფ აზიზსა და მის მეუღლეს ნათია ხვედაგურიძეს, თანასოფლელი დაესხა თავს, რომელიც ნაჯახით იყო შეიარაღებული. თავდამსხმელმა ნაჯახით ჯეფ აზიზის კუთვნილი ავტომობილი მთლიანად დააზიანა. 

ჯეფ აზიზის თქმით, თავდამსხმელი მას მოკვლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ მამაკაცმა მათი მაღაზიიდან ღვინოს მოპარვა სცადა.

„დარბოდა და ყვიროდა, ამ ამერიკელს მოვკლავო, ცულით დავჩეხავო. კარის დაკეტვა მოვასწარით, კარს ნაჯახს ურტყამდა და ამბობდა, რომ უნდა მოვეკალით. ხალხი აკავებდა, მაგრამ თავი დაიხსნა და ნაჯახით მანქანა დააზიანა. ძალიან შეშინებულები ვართ. პოლიციის გარდა ამ ადამიანს ვერავინ შეაკავებს“, – ამბობს ჯეფი, რომელიც უკვე ხუთი წელია ნუკრიანში ცხოვრობს და საოჯახო სასტუმრო აქვს.

თავდამსხმელი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. სასჯელაღსრულების დაწესებულება მან ერთი წლის წინ დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]