weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისში ბეჰემოთი ბეგის ძეგლი დაიდგმება

13:47 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაიაა და მას მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე შექმნის.

„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოთზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ხელოვანების, მოხალისეების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და ამიტომ, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოთ „ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. წყალდიდობის შედეგად თბილისის ზოოპარკის 270 ბინადარი დაიღუპა. ბეჰემოთი ბეგი ერთ-ერთი იყო იმ ცხოველთაგან, რომლებმაც სტიქიის ზონიდან გაქცევა შეძლეს და ქალაქში აღმოჩნდნენ.

ფოტო: თბილისის მერია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]