weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გუდაურში კვადროციკლი ხევში გადავარდა, დაიღუპა 2 ადამიანი

18:12 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

გუდაურში, ე.წ. გადასახედის მონუმენტის ტერიტორიაზე კვადროციკლი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი, სავარაუდოდ, მამა-შვილი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

გარდაცვლილები ინდოეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც გუდაურში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]