weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქობულეთში მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს

10:11 პარასკევი, 15 ივნისი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, პოლიციის უფროსი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა დანით დაჭრა.

ბუტა ანთაძე ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ მუხაესტატეს მკვიდრია დაკავებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]