weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, სირიაში მშვიდობიანი ხალხის ხოცვა შეწყვიტოს

14:02 პარასკევი, 15 ივნისი 2018
ფოტო: AFP ფოტო: AFP

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ბრალი დასდო ავიაიერიშების შედეგად 44 სირიელის, მათ შორის ექვსი ბავშვის მკვლელობაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის, ჰეზერ ნაუერტის განცხადებით, ამერიკა მხარდაჭერას უცხადებს სირიელი ხალხს, რომელიც ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მსხვერპლია.

იდლიბის პროვინციის სოფელი ზარდანა 8 ივნისის ღამეს დაიბომბა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა და ფაქტის დროული გამოძიება მოითხოვა.  

უფლებადამცველი ორგანიზაციები საჰაერო იერიშებში რუსეთსაც ადანაშაულებენ. Conflict Intelligence team-ის (CIT) განცხადებით, დარტყმის დროს სოფლის სიახლოვეს რუსული ავიაცია დაფრინავდა. თავის მხრივ რუსეთი, რომელიც ომში სირიის მთავარი მოკავშირეა, ამბობს, რომ ამ ბრალდებას რეალობასთან კავშირი არ აქვს

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]