weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პაკისტანის თალიბანის ლიდერი მოლა ფაზლულა მოკლეს

10:43 შაბათი, 16 ივნისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის ერთობლივი ავიადარტყმების შედეგად ავღანეთში რადიკალური მოძრაობა თალიბანის პაკისტანელი ლიდერი მოლა ფაზლულა მოკლეს.

„ვადასტურებ, რომ მოლა ფაზლულა, პაკისტანის თალიბანის ლიდერი, 14 ივნისს, მოკლული იქნა ერთობლივი საჰაერო ოპერაციის დროს ქუნარის პროვინციაში“, - ციტირებს ავღანეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის მოჰამად რადმანიშის კომენტარს სააგენტო „როიტერი“.

პაკისტანის თალიბანმა მოლა ფაზლულა ლიდერად 2013 წელს აირჩია მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად წინა ლიდერი, ჰაკიმულა მეჰსუდი მოკლეს.

ფაზლულა როგორც ისლამისტი ლიდერი და თალიბების მთავარი იდეოლოგი დაახლოებით 10 წლის წინ, პაკისტანში, სვატის ხეობაში გამოჩნდა. ის ცნობილი იყო მეტსახელით „მოლა რადიო“, რადგან რადიო დაარსა, რომელსაც თავისი ქადაგების და აგიტაცია-პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებდა.

მოლა ფაზლულა ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი პაკისტანელი თალიბი იყო. ცნობილი გახდა 2014 წელს, სკოლაზე განხორციელებული თავდასხმით, რომელმაც 132 ბავშვი იმსხვერპლა. მიიჩნევა, რომ 2012 წელს, მისი ბრძანებით ესროლეს 15 წლის მოსწავლე გოგონას - მალალა იუსაფზაის.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]