weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

15:00 შაბათი, 16 ივნისი 2018
ფოტო © ბათუმელები ფოტო © ბათუმელები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის შუამდგომლობას, ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ, ადვოკატიც დაეთანხმა იმ განმარტებით, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ქალზე ძალადობის საფრთხე არსებობს.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

4 წლის ბავშვის ცხედარი ბრალდებულმა 14 ივნისს პოლიციის განყოფილებასთან დატოვა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოკლული ბავშვის დედა უზბეკეთში იმყოფება, შვილი კი მეგობართან, ბათუმში, ჰყავდა დატოვებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში (დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის) განზრახ მკვლელობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 აგვისტოს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]