weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ბათუმის კლუბებში მომხმარებლებს ფულს სძალავდნენ

13:47 კვირა, 17 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავა, 3 კი პასუხისგებაში მისცა.

შსს-ის ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში 18 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ბათუმში არსებულ დისკო კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურებასა და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ჰ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.თ. და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.შ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.მ., ჯ.თ. და ა.შ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2 700 ლარის ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ არარსებული მენიუსთვის.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]