weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩვენი იდეაა, 2013 წლის იანვრამდე არსებული დავალიანება ყველა გადამხდელს სრულად ჩამოვაწეროთ – ბახტაძე

17:13 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

„ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგანან ქართული ოჯახები, მათ უკან დგას ენერგია და საშუალება, რომ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, 2011-2012 წლები, მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები დაარიცხეს.

ბახტაძემ ასევე განაცხადა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების ინიციატივა, რომელიც წლის დასაწყისში დაანონსდა, განხორციელდება.

„დღგ-ის დაბრუნება იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტი და მე ამ შეფასებაში ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად რბილი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტი ბიზნესსა და სახელმწიფოს ურთიერთობათა შორის. ბოლო თვეებმა გვაჩვენა, რომ ჩვენმა ინიციატივამ დღგ-ს დაჩქარებული წესით დაბრუნების შესახებ, მოგვცა კონკრეტული შედეგები. შესაბამისად იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად, 2018-2020 წლების განმავლობაში, მოხდება დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარზე მეტის დაბრუნება ქართული კომპანიებისთვის, რომ მათ განაგრძონ მუშაობა და შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტის წევრები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხვალ, 20 ივნისს კი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]