weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თელავის, ახმეტის და ყვარლის ჰოსპიტალებში კიბოს სკრინინგი უფასოა

12:10 პარასკევი, 22 ივნისი 2018

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, ახმეტის ჰოსპიტალი, ყვარლის ჰოსპიტალი და თელავის ამბულატორიული ცენტრი კახეთის მოსახლეობას პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს სთავაზობს.

კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება აქვთ კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ ჩაიტარონ.

კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

თელავის ამბულატორიული ცენტრი  - გია არსენიშვილის ქ. №15;

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი - თელავი, ვ. სეხნიაშვილის N1;

ახმეტის ჰოსპიტალი - რუსთაველის ქუჩა, სპორტდარბაზის მიმდებარე ტერიტორია;

ყვარლის ჰოსპიტალი - ყვარელი, ჭავჭავაძის ქუჩა, „ნაბაღრები“.

[R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]