weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პანკისელი ბესლან წუწაშვილი, რომელიც რუსეთში დაკარგული ეგონათ, თბილისშია

14:24 შაბათი, 23 ივნისი 2018

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები 27 წლის ბესლან წუწაშვილი, რომელსაც ოჯახი 16 დღის განმავლობაში ეძებდა და რუსეთის ტერიტორიაზე დაკარგულად მიიჩნევდნენ, თბილისშია. მისი მეგობრების ინფორმაციით, ბესლან წუწაშვილი ჩეჩნეთიდან დღეს დაბრუნდა.

ბესლან წუწაშვილის დედის, ლეილა უმაროვას თქმით, მას შვილი ჯერ არ უნახავს და მასთან არ უსაუბრია.

ბესლან წუწაშვილი ჩეჩნეთში 6 ივნისს გაემგზავრა და მას შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია. ოჯახის წევრების თქმით, მათ ბესლანთან ერთად მყოფი პირებისგან შეიტყვეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, ის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ამასთან, მის კვალს ვერ მიაგნეს ვერც ინგუშეთის და ვერც ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებში.

ბესლან წუწაშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად ლეილა უმაროვამ 22 ივნისს განცხადებით „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს მიმართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წუწაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე ეძებდა. როგორც პანკისის სათემო რადიოს შსს-ში უთხრეს, ძებნის საქმის დახურვამდე, მას გამოსაკითხად პოლიციაში დაიბარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]