weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

წეროვანთან ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა, დაშავდა 13 ადამიანი

13:48 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანთან ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსს მგზავრები თბილისიდან ქსნის მიმართულებით გადაჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, ტრაილერი მიკროავტობუსს უკნიდან მაშინ დაეჯახა, როდესაც მიკროავტობუსის მძღოლმა გაჩერებასთან დაამუხრუჭა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული მგზავრები მცხეთის კლინიკებში გადაიყვანეს. ისინი კონტაქტურები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ამ თემაზე:

წეროვანში ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრებიდან ერთი დაიღუპა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]