weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლენტეხის გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

11:08 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ბავარი-ლენტეხის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. სატვირთო ავტომანქანა გზიდან ხევში, დაახლოებით 150 მეტრიდან გადავარდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ავარია 25 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ის კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

25 ივნისს კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვანთან მოხდა. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]