weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა სოფელ დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდნენ

16:50 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დღეს პანკისის ხეობაში ჩავიდნენ. სოფელ დუისში ისინი სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

„ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა სტუმრად არიან ჩამოსულები. გვაქვს ჩვენი გეგმები, რომ დაწყებული ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე სარალიძის მხრიდანაც და ჩემი მხრიდანაც, უნდა დადგინდეს სიმართლე. ეს არის ჩვენი გეგმა.

ვაპირებთ ხალხის ძალით, აქციებით ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ ეს სისტემა დაიშალოს და სამართლიანობა აღდგეს. დღეს დავგეგმავთ ყველაფერს.

მთავრობა შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ტყუილს ტყუილზე ავრცელებენ. ამას აკეთებენ თავიანთი ტყავის გადასარჩენად“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.

მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან თემირლანის უდანაშაულობის აღიარებას და დამნაშავეების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს.

„კონკრეტული შეთავაზებები და გეგმები არ არსებობს. ჩვენ ვართ შვილმოკლული მშობლები, რომლებიც ვეძებთ სამართლიანობას. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება სამართლებრივი გზით ვებრძოლოთ ძალოვან უწყებებს, რომ გავიტანოთ ჩვენი სიმართლე“, - უთხრა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე პანკისის ხეობაში 19 ივნისსაც ჩავიდა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა.

დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ხალხმრავალი საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 31 მაისიდან იმართებოდა და 10 ივნისს შეწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]