weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დაკავებები გაგრძელდება – გიორგი გახარია

13:52 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არცერთ შემთხვევას, არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში შექმნილია საპარლამენტო კომისია. ამ ეტაპზე მას არანაირი შედეგი არ დაუდია, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ“, - განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის მირზა სუბელიანი დააკავა.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი საავადმყოფოში. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ერთი მოზარდი 2 დეკემბერს დააკავეს, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]