weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გუდაურში მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს მუშა დაიღუპა

00:08 პარასკევი, 29 ივნისი 2018

ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალების - ე.წ . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს, ამწეს დეტალი მოსწყდა და ერთ-ერთ მუშას - 1982 წელს დაბადებულ ხ.ტ.-ს დაეცა. 36 წლის ახალგაზრდა მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ამ დროისთვის, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]