weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გურჯაანში ხანძრის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა

15:28 პარასკევი, 29 ივნისი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა. მეხანძრეებმა გოგონას ცხედარი ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ნახეს. 

ხანძრის გაჩენის დროს სახლში 5 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ორი წლის ბავშვის გარდა ყველა მათგანი პირველ სართულზე იყო. როდესაც მათ მეზობლებისგან ხანძრის შესახებ შეიტყვეს, მეორე სართულზე უკვე ღია ცეცხლი იყო და ბავშვის გამოსაყვანად ასვლა ვერ შეძლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინება 13:40 საათზე მიიღეს. ადგილზე 5 სახანძრო იმყოფებოდა. დამწვარია სახლის მეორე სართული და გადახურვა - დაახლოებით 240 კვ.მ.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრეები და სამართალდამცავები. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]