weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე გადადგა

16:46 პარასკევი, 29 ივნისი 2018

პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე გადადგა. პანკისის სათემო რადიო WAY იუწყება, რომ იმამმა გადადგომის შესახებ განცხადება ჯამაათის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

ჯამაათის წევრების თქმით, ბექხან ფარეულიძეს გადადგომა რამდენიმე თვეა სურდა.

„ადვილი არ არის იყო ხეობის იმამი. გარედანაც ბევრია სანერვიულო და შიგნიდანაც. იმამს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ღმერთთანაც და ხალხთანაც.

მისი გადადგომა ბოლო პერიოდში ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო გაჭიანურდა. არც თვითონ და არც ჩვენ არ გვინდოდა რამენაირად ამის დაკავშირება მომხდარიყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან ან ჰესების მშენებლობასთან.

ორივე საქმეზე ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ. თემირლანის შემთხვევაში მის მკვლელობას ვაპროტესტებთ, ჰესების შემთხვევაში კი მშენებლობას, რომელიც ხეობას და მოსახლეობას დააზარალებს“, - ციტირებს პანკისის სათემო რადიო ჯამაათის წევრთა კომენტარებს.

სათემო რადიოს ინფორმაციით, პანკისის ახალი იმამის 2 კანდიდატურა ჯაამათის დღევანდელ შეკრებაზე დასახელდა. ერთ-ერთი თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილია, რომელსაც ხეობის მოსახლეობა დადებითად ახასიათებს, მეორე კი მუჰამედ ხანგოშვილია, რომელმაც იმამად არჩევაზე უარი თქვა.

ჯამაათის წევრების განცხადებით, ახალ იმამს პარასკევს, 6 ივლისს აირჩევენ, მანამდე კი პანკისის მცხოვრებლებთან კონსულტაციები გაგრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბექხან ფარეულიძე დაპირისპირებული იყო სათემო რადიოსთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]