სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

სამინისტრო საგამოცდო ცენტრებისთვის გადასატან კონდიციონერებს შეიძენს

12:05 - 30 ივნისი 2018 hits 417

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, პირდაპირი შესყიდვის წესით, მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს შეიძენენ. მურღულიას თქმით, საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის დავალება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს.

როგორც თეიმურაზ მურღულიამ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულებას ორშაბათიდან დაიწყებენ, თუმცა შესაძლოა 22 საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, 13 წელია, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, ამ პერიოდის განმავლობაში გაგრილების სისტემა არ არსებობდა, წელს კიერთ საგამოცდო ცენტრში გაგრილების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდა.

„იმ ფონეზე, როდესაც აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, გასაკვირია პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ყველა ცენტრი აღჭურვილი. სიგრილე კარგია, მაგრამ ეს უკავშირდება ხმაურს, უკავშირდება ელექტროენერგიის მოხმარებას არა ფასის, არამედ სიმძლავრეების კონტექსტში. ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება სკოლებში, რაც მიმდინარეობს და დროულად დასრულდება. უახლოეს პერიოდში, ამინდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ აბიტურიენტებისთვის სათანადო პირობები შეიქმნას“, - აღნიშნა მურღულიამ.

28 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ წელს, ეროვნული გამოცდების პერიოდში კონდიციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდებოდა. მიმინოშვილის ამ განცხადებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების არქონა უარყოფითად შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც. მისი თქმით, კონდიციონერების დამონტაჟება იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 4 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში +43 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი, თბილისში +40 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა სულ მცირე +37 გრადუსი იქნება. მოსალოდნელი სიცხის გამო, შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა 29 ივნისს გამოცდების განრიგის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]