weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მეუფე სპირიდონი ითხოვს, ხულოს მერიის შენობა საპატრიარქოს გადაეცეს

18:29 შაბათი, 30 ივნისი 2018

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ითხოვს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა საქართველოს საპატრიარქოს, კერძოდ, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტს გადაეცეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ხულოსა და ხიჭაურში არაერთი შეხვედრა ჩატარდა, სადაც განაცხადეს, რომ მოთხოვნას 3 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.

„ძალიან კარგი იქნება თუ გამოთავისუფლებულ შენობაში განთავსდება ინსტიტუტი, ვიდრე რესტორანი ან სასტუმრო. მოგეხსენებათ, გვერდზე ტაძარია და არავის ესიამოვნება, რომ აქ გაიხსნას სასტუმრო, მერე კაზინო“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა ერთ-ერთ შეხვედრაზე.

ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ინსტიტუტის განთავსების მოთხოვნით სხალთის ეპარქიის წერილობითი მიმართვა უკვე შესულია. ხულოს მერის, გოჩა მელაძის განმარტებით, შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

„როდესაც აშენდება ახალი ადმინისტრაციული შენობა, როგორც თავიდანვე იყო გაცხადებული, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ შენობის ბედის შესახებ“, - განაცხადა ხულოს მერმა.

უახლოეს მომავალში ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ყოფილი საავადმყოფოს შენობაში გადავა, რომელსაც რეაბილიტაციას თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ჩაუტარებს და ამისთვის დაახლოებით 500 000 ლარს დახარჯავს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქი ინვესტორი შენობას უსასყიდლოდ გაარემონტებს და ეს მისი საჩუქარი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]