weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გომბორის გზაზე ავტობუსი გადაბრუნდა, დაშავდნენ ტურისტები

12:54 კვირა, 01 ივლისი 2018

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე თბილისიდან კახეთის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გადაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

ტურისტები ბელორუსის მოქალაქეები არიან. გიდის თქმით, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ. ამ დროისთვის დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თეთრწყლებთან, იმ ადგილზე მოხდა, სადაც 9 ივნისს ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა. მაშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი და გარდაიცვალა 4, მათ შორის ერთი ბავშვია. 17 თებერვალს კი გზის ამავე მონაკვეთზე საწვავმზიდი გადაბრუნდა და დაიწვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]