weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

09:42 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

დღეიდან საქართველოში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. წელს გამოცდებისთვის 39 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცდაზე საკუთარი კალმები გამოიყენონ.

2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის განრიგი შეიცვალა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ  დღეს, 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე. სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე.

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება. გამოცდების განრიგი ასეთია:

6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;

16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;

17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;

25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;

26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში განთავსებულ 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]