weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში შიმშილობა დაიწყო

17:04 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის, დავით სარალიძის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში შიმშილობა დაიწყო. ზაზა სარალიძე ბავშვების მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს.

დღეს ზაზა სარალიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამართალდამცავები მიხეილ კალანდიას ხელს აფარებენ და მის დაკავებას არ აპირებენ.

„აქ ვიჯდები ვიდრე რადიკალურ ზომებს არ მიიღებენ. კრიმინალური პოლიციის უფროსს შევხვდი, რომელიც მეუბნება, მტკიცებულებები არ არსებობს და მიხეილ კალანდიას ვერ დავიჭერთო. ხელის დაფარება უნდათ და დააფარონ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან „ნაციონალები“ უდგანან გვერდითო, აქ მარტო ვიჯდები. კიდევ ამბობენ, რომ დრო უნდაო. გავიდა 7 თვე. ამათი მოსატყუებელი არაფერი აღარ მაქვს. ერთი თვე მივეცი დრო და თუ დაჭერა უნდოდათ, დაიჭერდნენ. თავიდან უნდათ საქმის შეკერვა და დროს წელავენ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. კომისიის წევრთა ნაწილი კი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიისგან მსგავსი რეკომენდაციის გაცემა ნაადრევია.

ხორავას ქუჩის საქმის სასამართლო განხილვების დროს ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ მიხეილ კალანდიამ სასამართლოში ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, რითიც დანაშაულის დაფარვას შეუწყო ხელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]