weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ამერიკელი ექსპერტი აბაშაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო

10:44 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ჩატარებულ და მიმდინარე ღონისძიებების გასაცნობად აბაშაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი იმყოფებოდა. გრეგ კრავჩუკის განცხადებით, ორგანიზებული მიდგომა, რომელიც მას დახვდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შეამცირებს მავნებლის წნეხს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.

„ძალიან შთამბეჭდავია ის ღონისძიებები, რასაც გავეცანი; საქმიანობა, რომელსაც სპეციალისტები აქ და სხვა რეგიონებში ახორციელებენ. გამოვყოფდი მონიტორინგის სისტემას. ეს ყველაფერი საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა კრავჩუკმა.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა.

გრეგ კრავჩუკი საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში მავნებლის გავრცელების შემდეგ , 2016 წლიდან არის ჩართული.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]