weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქიმიური წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – რა ხარვეზებზე საუბრობს მოსახლეობა

20:06 ორშაბათი, 18 ივნისი 2018

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ღონისძიების დაწყების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ მათი წინასწარი ინფორმირება არ ხდებოდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მცხოვრებლების თქმით, მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებისას მათი წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა.

„ბავშვები მიჰყავდათ საბავშვო ბაღში და მათ შეისუნთქეს ეს ნივთიერება. ეს არაფრით არ შეიძლება. არავის გავუფრთხილებივართ. ჩვენს სოფელში არავინ არ მოსულა და არ უთქვამს, ხვალ ვიწყებთ შეწამვლასო. ქალაქში ამის შესახებ გააფრთხილეს“, - ამბობს სოფელ შემოქმედის მკვიდრი ცისანა ანდღულაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, ნინო შეწირულის განმარტებით, შეწამვლის პირველი ფაზის დროს მოსახლეობის ინფრომირება რთულად ხდებოდა, თუმცა მეორე ფაზის დაწყებამდე პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა გაზრდილია. მისივე  თქმით, გაფრთხილების შეტყობინება ყველა მუნიციპალიტეტებს წამლობამდე 24 საათით ადრე ეგზავნებათ. სპეციალისტს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე სოფლის რწმუნებულების პასუხიმსგებლობაა.

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ლაშა დუდუჩავა განმარტავს, რომ ადგილობრივები წამლობის დაწყებამდე გააფრთხილეს, მეფუტკრეებს კი ინფორმაცია სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაწოდეს.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]