weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა თანამდებობა დატოვა

13:22 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018
ფოტოზე ნუგზარ გასვიანი ფოტოზე ნუგზარ გასვიანი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პირველ არხთან განაცხადა, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.

„პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა. სახელმწიფო სამსახურიდან საერთოდ მივდივარ“, – ციტირებს ნუგზარ გასვიანის კომენტარს პირველი არხი.

ნუგზარ გასვიანი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ 2010 წლის 15 ივლისს დაინიშნა. 2006 - 2010 წლებში ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე 2018 წლის აპრილიდან ირაკლი ქარსელაძეა, რომელიც იმავდროულად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასაც იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]