weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოს პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

10:27 პარასკევი, 06 ივლისი 2018
ფოტო: Netgazeti.ge ფოტო: Netgazeti.ge

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური, წუხელ, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მინდია გოგოჭური რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. გადაუდებელი ოპერაცია მას წუხელვე ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს.

პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]