weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი წარადგინეს

15:04 პარასკევი, 06 ივლისი 2018
ფოტოზე მიხეილ სარჯველაძე ფოტოზე მიხეილ სარჯველაძე

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი წარუდგინა.

ნინო გოგნიაშვილი და შალვა თადუმაძე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია, მთავარი პროკურორობის კანდიდატებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შაგვულიძე კი პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატია. ბოლო ეტაპზე მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში 18 პირი მონაწილეობდა, აქედან სამი - თამარ კერესელიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე მოქმდი პროკურორები არიან.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ. საპროკურორო საბჭომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს 18-კაციანი სია გადაუგზავნა, საიდანაც მიხელ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატი წარუდგინა.

კონსულტაციებში მონაწილეობაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უარი თქვა. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მთავარი პროკურორის მოქმედი წესით შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვდა. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მოქმედი წესი ვერ უზრუნველყოფს, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შეირჩეს პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კანდიდატი.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოკული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ და პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]