weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

2-3 წელში ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება - მინისტრი

16:07 პარასკევი, 06 ივლისი 2018

„ორ-სამ წელიწადში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა მინისტრმა.

5 ივლისს, ღამის საათებში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა. მოგვიანებით, დაგროვილმა წყალმა მეწყერი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ 6 საცხოვრებელი სახლი წაიღო. განადგურებულია ათობით დამხმარე ნაგებობა, ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია. წყალმა წაიღო შიდა საავტომობილო გზებიც და ხიდებიც, რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს აკავშირებდა გარესამყაროსთან. მოსახლეობას კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ჭუბერის მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია ჭუბერის ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.

ამ ინფორმაციას გუშინვე გამოეხმაურა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც აცხადებს, რომ ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]