weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ტერორიზმის თემაზე დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია - გამოცდების ცენტრი

16:44 პარასკევი, 06 ივლისი 2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში არგუმენტირებული ესესთვის თემები პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე შეირჩა. აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობა. გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ტიპის დავალების მიზანი აბიტურიენტის კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის შეფასებაა.

რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, სადაც ტერორიზმის განმარტება იყო მოცემული, გამოცდების ცენტრის განცხადებით, ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, თუ მის ფრაგმენტებს არასწორი აქცენტებით არ გაავრცელებენ.

„ტერმინის განმარტება დავალების განუყოფელი ნაწილია, განმარტებაში გამოკვეთილია პრობლემის ის ასპექტი, რომელიც დავალების შესრულებაში ეხმარება აბიტურიენტს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, სულ ცოტა, არასწორი და არაობიექტურია“, - ნათქვამია გამოცდების ცენტის განცხადებაში.

მეოთხე ვარიანტში მოცემული განმარტების მიხედვით, ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება. გამოცდების ცენტრს დავალების წყაროდ მოყვანილი აქვს ენციკლოპედიური ლექსიკონში მოცემული განმარტება „...ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას – წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას“.

დავალების მიხედვით, აბიტურიენტებს მოეთხოვებათ, გაიაზრონ ამ ტერმინის არსი და არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმონ ან უარყონ შემდეგი მოსაზრება: „როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის“.

გამოცდების ცენტრის განცხადებით, კითხვას, რამდენად ადეკვატურად გაიგეს აბიტურიენტებმა დავალება, პასუხს გასცემს მათი ნაშრომები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]