weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონში 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი დააკავეს

12:00 შაბათი, 07 ივლისი 2018

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის რაიონში კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს. სოფელ ახალუბნის მცხოვრები 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი რუსმა სამხედროებმა სოფლის განაპირას აიყვანეს და არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ ე.წ. საზღვარი გადაკვეთა. ოჯახს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

„გუშინ დააკავეს, არვიცი მერამდენდ. დაკავების ადგილი უცნობია. სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც ე.წ. საზღვარი გადაკვეთა. ნასვამ მდგომარეობაში ხშირად გადადიან ხოლმე“,-  უთხრა „რეგინფოს“ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომაგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა.

ცხინვალის იზოლატორში მეორე დღეა პატიმრობაში იმყოფება რუსი სამხედროების მიერ არცევში დაკავებული 28 წლის პაატა არაქელოვი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]