weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქუთაისში 2017 წელს გარემონტებულ სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

12:02 შაბათი, 07 ივლისი 2018

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში, რომელსაც რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. სასწავლო წელი დასრულებულია და შემთხვევის დროს სკოლაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, გუშინ, ჭერიდან ცხრა 250-გრამიანი ფირფიტა ჩამოვარდა.

„ამსტრონგის კონსტრუქციას ეს ხშირად ემართება, ქარი როცა დაუბერავს, მაგრამ იქ არც ქარი ყოფილა, არც არაფერი. არც არავინ დაშავებულა და არც შეიძლება დაშავებულიყო, რადგან რომ 250-გრამიანი ფირფიტებია და დაცემა ზიანს არავის მიაყენებდა“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

მისივე თქმით, შენობა უსაფრთხოა, რაც რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]