ივლისი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

ხელთუბანში გარდაცვლილი ბიჭის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია

16:39 - 08 ივლისი 2018 hits 583

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია. მერაბ მერებაშვილი ადასტურებს, რომ გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა.

„საღამოს მეგობართან წავიდა პურის საჭმელად. ჩემ ძმისშვილთან აქვს დარეკილი, დაჭრილი ვარო. სასწრაფო რომ მივიდა შემთხვევის ადგილას, ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპაო“, - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მამამ.

18-წლის ბიჭი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და საქმეს კვალიფიკაცია შესაძლოა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეეცვალოს. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი მიიმალა. პოლიციამ შემთხვევის ადგილას ახლოს მდებარე მაღაზიის გარე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები ამოიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]