weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

17:19 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

თბილისში 17 წლის ბიჭი მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ამ დროისთვის ბავშვი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

„შემოყვანის დროს პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ჰქონდა შინაგანი სისხლდენა. აღმოეჩინა გადაუდებელი დახმარება და 15:00 საათზე გადაყვანილი იქნა საოპერაციოში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება“, - განაცხადა რეგიონული ჰოსპიტალის ექიმმა თამარ სალიამ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ავტობუსში დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრას წინ სავარაუდოდ ჩხუბი უძღოდა. შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]