weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე არ არის

23:09 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 70-ადგილზეა. WHO-მ შეასწორა 2016 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო პირველ ადგილზე იყო. ახალი სტატისტიკის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერი საქართველოში 100 000-დან 101 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოში 100 000 სულ მოსახლეზე 292 იყო. ეს მონაცემები იმავე წელს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ თავის ანგარიშში ასახა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მონაცემებს არ დაეთანხმა. უწყების განმარტებით, კვლევაში სამი კომპონენტიდან ერთ-ერთ ინდიკატორად (მყარი საწვავის, საქართველოს შემთხვევაში შეშის მოხმარება) 2003-2005 წლების მონაცემები იყო გამოყენებული.

„ჩვენთვის გაუგებარი იყო მთელი რიგი პარამეტრები, რისთვისაც მივმართეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ჩამოვიდა შემოწმების მისია. იმ ფაქტორებიდან, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ადგილს ამ რეიტინგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი - მყარი საწვავის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვნი გავლენა იქონია, აღებული იყო 2003-2005 წლის მონაცემებიდან. საბედნიეროდ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მონაცემების გადათვლა მოხდება თავიდან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2016 წლის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ.

2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყველაზე ნაკლები ადამიანი იღუპება ფინეთსა და შვედეთში - 7 ადამიანი, ნორვეგიასა და ისლანდიაში - 8 ადამიანი, ასევე საფრანგეთში - 9 ადამიანი. რეგიონში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს - 63 ადამიანი, სომხეთს -54 და თურქეთს - 54. ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტი ადამიანის სიკვდილი მიზეზი სიერა ლეონეში ხდება - 324 ადამიანი, მეორე ადგილზეა ნიგერია - 307 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]