სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

ჟინვალის წყალსაცავიდან და ბაზალეთის ტბიდან სახლართი ბადეები ამოიღეს

11:00 - 12 ივლისი 2018 hits 290

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჟინვალის წყალსაცავიდან და ბაზალეთის ტბიდან სახლართი ბადეები და ე.წ. გოდრები ამოიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებულია 6 სახლართი ბადე და ერთი ე.წ. გოდორი, ხოლო ბაზალეთის ტბიდან, 100 მეტრი სახლართი ბადე და 8 ე.წ. გოდორი. გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბადეში გახვეული თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები უკანონო თევზჭერის, ასევე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ. გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]