სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

11:55 - 12 ივლისი 2018 hits 840

თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად, ვერტმფრენში მყოფი 5 ადამიანი დაშავდა. ორი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე მოათავსეს, ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

„ერთ-ერთ დაშავებულს მუცლის ღრუში სითხე აქვს, აღენიშნება სხვა დაზიანებებიც, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია მიმდინარეობს. მეორეს გულმკერდის ტრავმები და ნეკნების მოტეხილობა აქვს. როგორც მითხრეს, ესენი არიან ყველაზე მეტად დაშავებულები. შემთხვევის ადგილას კიდევ არის გასული სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. სულ 5 ადამიანია დაშავებული და ველოდებით მათ შემოყვანას“, - უთხრა „რეგინფოს“ თელავის რეფერალური საავდმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 12 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან ავარიული დაშვება განახორციელა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი მომხდარის დეტალებს ადგილზე გაეცნობა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას გენერალური ინსპექციაც შეისწავლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]