weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალციხეში ე.წ. შპარგალკის გამო მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

18:03 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდიდან მასწავლებელი ე.წ. შპარგალკის ქონის გამო გამოუშვეს. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა ინასარიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრა, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი დამხმარე მასალიდან გადაწერას პროფესიული უნარების გამოცდაზე ცდილობდა.

„დაახლოებით 13:00 საათისთვის დაფიქსირდა დარღვევა, მასწავლებელს დამხმარე მასალა, ე.წ. შპარგალკა აღმოაჩნდა, ამის გამო იგი გამოცდიდან გავუშვით“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ გელა ინასარიძის კომენტარს.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრირებული 375 მასწავლებლიდან 214 გამოცხადდა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]