weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სასამართლომ პორტალ Myvideo.ge-ს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება აუკრძალა

22:53 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სს „აი თი დი სის“ (Myvideo.ge) თავის ვებპლატფორმაზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება აუკრძალა. პირველი არხის ინფორმაციით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ განჩნება დღეს მიიღო და ის დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

სასამართლოში დავის დაწყებამდე საზოგადოებრივმა მაუწყებლიმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, რომელმაც Myvideo.ge-ს პირველი არხის სიგნალის გათიშვა დაავალა. მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ. შესაბამისად, მატჩების მსვლელობისას Myvideo.ge-მ და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. გარდა ამისა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ Myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებგვერდზე რეკლამას უშვებს.

მარეგულირებელმა კომისიამ Myvideo.ge ჯერ წერილობით გააფრთხილა, შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებების დარღვევისთვის, კერძოდ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების არამართლზომიერი ჩვენებისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიუხედავად, Myvideo.ge-ზე მატჩების ტრანსლირება გრძელდებოდა. Myvideo.ge-ის წარმომადგენლებმა კომისიის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნას დისკრიმინაციული. მათი თქმით, Myvideo არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, როგორიც „მაგთი“, „სილქ ტვ“ და ასობით სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის და სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა აღნიშნული კომპანიის შესაბამისი განჩინების მიღება. 2018 წლის 12 ივლისს სასამართლომ მიიღო განჩინება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. კომპანია სს „აი თი დი სის“ აეკრძალა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია თავის ვებგვერდზე, ვებპლატფორმაზე“, – განაცხადა პირველი არხის იურისტმა დიმიტრი ბერძენიშვილმა.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]