weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შემუშავდება ციფრული სკოლის კონცეფცია, პედაგოგები ფინანსურად წახალისდებიან - ბატიაშვილი

17:31 პარასკევი, 13 ივლისი 2018

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სკოლებში საერთაშორისოდ აღიარებული სისტემები დაინერგება. შემუშავდება „ციფრული სკოლის კონცეფცია“, რაც ტექნოლოგიების როლის გაძლიერებას და ქვეყანაში დისტანციური განათლების განვითარებას გულისხმობს.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, „ციფრული სკოლის კონცეფცია“ სწორედ ზოგადი განათლების ხარისხის გაძლიერებას მოემსახურება.

„ციფრული სკოლა გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას - ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო, სხვა სახის ციფრულ ლიტერატურას და ლაბორატორიებს. ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით, რომლითაც უცხოეთის წამყვან ქვეყნებში სწავლობენ. მოქნილი და მუდმივად განახლებადი სისტემის გამოყენება პლანშეტების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობითაც იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გაანალიზდება საერთაშორისო წარმატებული სასკოლო მოდელები, რომელიც ეროვნულ მოდელში ინტეგრირდება. გარდა ამისა, მოხდება პედაგოგთა გადამზადება ახალი გეგემების შესაბამისად, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. მთავრობის დაპირების შესაბამისად კი, მოხდება პედაგოგების ფინანსური წახალისება.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურ ფაზაშია სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი, როგორც ტექნიკური ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების, ასევე მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე მწერლების ლიტერატურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]