weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტყიბულში, მინდელის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა

09:05 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტყიბულში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი გაემგზავრა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მინდელის სახელობის შახტაში ბოლო სამი თვის განმავლობაში 10 ადამიანი დაიღუპა. 5 აპრილს, შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა

ამავე შახტაში 2017 წლის მაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა. ოქტომბერში, შახტაში კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა. ის მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]