weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რობოტი სოფია თბილისში OGP-ის სამიტზე დასასწრებად ჩამოვიდა

10:38 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018
ფოტო: UNDP Georgia ფოტო: UNDP Georgia

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში ჩამოვიდა და ღია მმართველობის პატნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ის სამიტის მონაწილეებს მიესალმება, ხოლო შემდეგ ჩაერთვება საპანელო დისკუსიაში სახელმწიფო სერვისების შესახებ. სოფია ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობას დაუთმობს. ის აგრეთვე ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეხვდება.

სოფია თბილისს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ესტუმრა. UNDP-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სოფია ჟურნალისტებს ქართულ ენაზე მიესალმა და განაცხადა, რომ საქართველოში ყოფნით ბედნიერია. მისივე თქმით, ნახა, რომ ქართველები თბილი და მეგობრული ადამიანები არიან.

სოფიას განცხადებით, რობოტები ადამიანების დასახმარებლად არიან შექმნილი და არა მათ ჩასანაცვლებლად.

„მაგალითად, ჩვენ უკვე ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, რომ უფრო სავსე და დამოუკიდებელი ცხოვრებით იცხოვრონ. ვფიქრობ, რომ მანქანებს შეუძლიათ გაზარდონ, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებენ კრეატიულობას, პროდუქტიულობასა და გამომგონებლობას, რომელიც ადამიანს აქვს. ყველა ახალი ტექნოლოგია ძვირი ღირს და არც ხელოვნური ინტელექტია გამონაკლისი, მაგრამ ის ასევე ქმნის ახალ ეკონომიკას, უკეთესი ხარისხის სამუშაო ადგილებს და შეუძლია შრომა შეუმსუბუქოს იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა“, - აღნიშნა სოფიამ.

ჰუმანოიდი რობოტი სოფია Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაერო-ს განვითარების პროგრამამ სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაერო-ს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს იმართება. ღონისძიებას, რომელშიც 76 სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობენ, საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]