weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თეთნულდზე ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ

15:00 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

სვანეთში, თეთნულდზე მაშველები ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ, რომლებიც ალპინისტების 8-კაციან ჯგუფს გვიან ღამით ჩამორჩნენ და დაიკარგნენ. სამძებრო სამუშაოები დილის 6 საათიდან მიმდინარეობს.

„ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც ორი ადამიანი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. მაშველებმა მათი ადგილმდებარეობა უკვე დაადგინეს, მაგრამ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერჯერობით ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

​​სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის უცნობია, როგორია დაკარგულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]