weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

კანალიზაციაში ნარჩენების ჩაყრის გამო მოქალაქეები 400 ლარით დაჯარიმდებიან

11:40 პარასკევი, 20 ივლისი 2018

საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრის გამო ფიზიკური პირები 400 ლარით, იურიდიული პირები კი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. იგივე ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირების მიმართ ჯარიმის ოდენობა 800 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 2000 ლარამდე გაიზრდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 2018 წლის 29 ივნისს მიიღო, დღეიდან ამოქმედდა. 

აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმებს შესაბამისი სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები (წყალმომარაგების ლიცენზიატები) შეადგენენ. იმავე კომპანიების პრეროგატივაა სამართალდამრღვევთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაც. 

წყალმომარაგების კომპანიების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დაჯარიმების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება 2018 წლის 10 აგვისტომდე უნდა მოხდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]